საქართველოს პრემიერმინისტრი მირზა გელოვანის სახლ -მუზეუმში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერმინისტრი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს მუზეუმის ხელმძღვანელმა, ციცინო გაბედაურმა უმასპინძლა და რეაბილიტირებული მუზეუმი და  გამოფენილი ექსპონატები დაათვალიერებინა.

როგორც მუზეუმის დირექტორმა აღნიშნა, დანგრევის პირას მყოფი მუზეუმის აღდგენა 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობა ძველი, ავთენტური სახით აღდგა. მუზეუმში მოეწყო ასევე სარდაფი, სადაც ლიტერატურული სალონი ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები