თბილისის მერს, კახა კალაძეს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემა საინტერესო არ არის. მისი აზრით, ქვეყანაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია და დრო სწორედ მათ განხილვაზე უნდა დაიხარჯოს.
„არ არის საინტერესო, რატომ უთმობთ ძალიან დიდ ყურადღებას მიხეილ სააკაშვილს. სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, უამრავი გამოწვევა, უამრავი პრობლემა… საინტერესო გეგმები გვაქვს ქალაქთან დაკავშირებით. მგონი, ამაზე უფრო მეტი დრო უნდა დავხარჯოთ, ვიდრე სააკაშვილზე, რომელიც პოლიტიკური წარსულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.