სვანეთში ტურისტი მამა-შვილი დაიკარგა
სვანეთში, მწვერვალ უშბაზე მოლდოველ ალპინისტებს, მამა-შვილს ეძებენ.
ინფორმაცია ‘’კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათი განცხადებით, დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაციაში სამაშველო ეკიპაჟები უკვე ჩაერთნენ. სამძებრო სამუშაოები, ცუდი ხილვადობის მიუხედავად, აქტიურად მიმდინარეობს.