მამუკა მდინარაძე: ხვალინდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით

„ხვალინდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელსაც, პრაქტიკულად, დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროში ანალოგი და პრეცედენტი არ გააჩნია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული ჩანაწერის შეცვლა არ იგეგმება.

„რა თქმა უნდა, მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, გარკვეულ კომპრომისზე მივდიოდით, თუმცა, როდესაც ჩვენი მხრიდან ეს დოკუმენტი ანულირებულია, ამის არანაირი ვალდებულება აღარ გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი თანამედროვე, მსოფლიო, ცივილიზებული სტანდარტის შესაბამისად გადავწყვიტოთ და მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები იქცევიან და კონსტიტუციაში დავტოვოთ იგივე ჩანაწერი, რომელიც პროკურორის არჩევის წესთანაა დაკავშირებული“, – აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები