ისრაელის ყველაზე კარგად დაცული ციხიდან 6 საშიში პატიმარი გაიქცა
ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე “გილბოა”-ს ციხე 6-მა პალესტინელმა პატიმარმა დატოვა.
მედიის ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა ათობით მეტრის გვირაბი გათხარეს.
ყველა გაქცეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებისთვის იხდიდა სასჯელს.
მედიის ინფორმაციით, გაქცეულთა შორის არის ტერორისტი ზახარია ზუბეიდი, რომელიც, სავარაუდოდ, გაქცევის ორგანიზატორი იყო.
“გილბოა”-ს ციხე ისრაელში ყველაზე კარგად დაცულ პენიტენციურ დაწესებულებად ითვლება. შენობაში ამყოფებენ მხოლოდ მათ, ვინც ტერორისტული საქმიანობისთვის იხდის სასჯელს.
სამძებრო სამუშაოებში ისრაელის არმიაც ჩაერთო. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ გაქცეულებმა პალესტინის საზღვრის გადაკვეთა უკვე შეძლეს.