თამთა მეგრელიშვილი – ნინო ლომჯარიას: ამდენ წვალებას, ასე უნიჭოდ, თითქმის ბრალმდებლის ფუნქციის შეთავსებას ნამდვილად სჯობს, მონაწილეობა მიიღოთ პროკურატურის მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში

,,ქალბატონო ნინო ლომჯარია, ალბათ, გაიგეთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ჰოდა, ამდენ წვალებას, ასე უნიჭოდ, თითქმის ბრალმდებლის ფუნქციის შეთავსებას ნამდვილად სჯობს, მონაწილეობა მიიღოთ”, – ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი ომბუდსმენის მოთხოვნას, რომ 5 ივლისის კონტრაქციის მონაწილეების ზურაბ მახარაძის და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.

მეგრელიშვილი მოუწოდებს ლომჯარიას, რომ დროა, ბავშვობის ოცნება აიხდინოს და პროკურატურის მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

“ღია კონკურსია, არავინ დაგჩაგრავთ, შესაბამის უნარ-ჩვევებს მიიღებთ და თქვენც თქვენს ბავშვობის ოცნებას – გამოსულიყავით პროკურორი – მარტივად აიხდენთ. სახალხო დამცველის ამპლუაში მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტს რომ იშველიებთ, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, მოითხოვოს გამოძიების, ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. დარჩენილ მთელ მსჯელობას ბრალმდებლის “მანტიის ქვეშ” რატომ ახორციელებთ?! უხერხულია, უხერხული, თქვენ გერქვათ ს ა ხ ა ლ ხ ო დ ა მ ც ვ ე ლ ი!’’, – წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები