“ჯორჯიან მანგანეზი” მეწარმეთა ფასილიტატორის პროგრამას იწყებს
“ჯორჯიან მანგანეზი”, საერთაშორისო სიროლის ინსტიტუტთან (Siroll Institute) თანამშრომლობით, მეწარმეთა ფასილიტატორის პროგრამას იწყებს, რომლის მიზანია, გააძლიეროს რეგიონში მოქმედი მეწარმეები და გამოავლინოს ახალი ბიზნეს იდეები სამომავლო განვითარებისთვის.
ამ მიზნით, პირველ ეტაპზე, „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს ვაკანსიას სამეწარმეო ფასილიტატორის პოზიციაზე, რომელიც ჭიათურის რეგიონში მხარს დაუჭერს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას, გამოავლენს ახალ ბიზნეს იდეებს და იზრუნებს მცირე მეწარმეთა პროფესიულ განვითარებაზე.
“ჯორჯიან მანგანეზი”, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობს საწარმოო ფასილიტატორის პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი ბიზნესების ტექნიკურ და ფინანსურ მხადაჭერას. ამით ხელი შეეწყობა რეგიონის გაძლიერებას, კერძოდ, მოქმედი და ახლადგამოვლენილი მეწარმეების მხარდაჭერას, რაც საბოლოოდ რეგიონში სოციალურ კეთილდღეობასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
შესაბამისად, “ჯორჯიან მანგანეზი” ეძებს ორ პიროვნებას, ვინც მზად არის ამ ახალი გამოწვევებისთვის, არის კრეატიული, ინიციატივიანი და ორგანიზებული; აქვს მცირე ბიზნესის მართვის გამოცდილება; უყვარს ხალხთან კომუნიკაცია და მოხალისეების დიდ ჯგუფთან მუშაობა. დეტალური ინფორმაცია გასაცნობად ეწვიეთ ბმულს – ჯობს.გე – საწარმოო ფასილიტატორი – ჯორჯიან მანგანეზი (jobs.ge). სიროლის ინსტიტუტი 1985 წელს დაარსდა, რომელიც არის სოციალური საწარმო და ასწავლის საჯარო უწყებებს და საზოგადოებრივ ლიდერებს, როგორ აღმოაჩინონ საზოგადოების სურვილები და განავითარონ ისინი მოქმედ და წარმატებულ ბიზნესებად, ადგილობრივი მოსახეობის ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით.