სააკაშვილი – გამყრელიძეზე: როგორც იქნა, სიმართლე აღიარა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც: “საბჭოზე ექიმები უმცირესობაში ვართ… პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით”.

“როგორც იქნა, აღიარა სიმართლე.

არადა, ყოველთვის კარგი სპეციალისტი იყო და მეგონა, რომ აქამდეც იტყოდა, რაც არის სინამდვილეში.

აი, რატომ იღუპება ამდენი ხალხი!

ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გაორმაგდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილების!”, – წერს სააკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები