თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
თბილისში, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განუცხადა, მოზარდს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და ის კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.
„მოზარდი კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა, ჭარბწონიანობა იწონიდა 120 კილოგრამს“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.