6 სექტემბერი ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეა

6 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა ძმებს – კარბელაშვილებს მოიხსენიებს – წმინდა მღვდელმოწამეებს: პეტრესა და ანდრიას, წმინდა აღმსარებლებს – ეპისკოპოს სტეფანეს, მღვდლებს – პოლიევქტოსსა და ფილიმონს.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ხუთმა ძმამ, ხუთმა სასულიერო პირმა, უდიდესი ღვაწლი დასდო ქართულ კულტურას, ქართული გალობის აღდგენა-გადარჩენასა და ნოტებზე გადატანის საქმეს.
წმიდა ძმები კარბელაშვილები მონაწილეობდნენ ილიას მეთაურობით მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ და პროგრესულ-კულტურულ მოძრაობაში, იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
გალობასთან ერთად, ძმებმა კარბელაშვილებმა ეროვნული კულტურის არაერთი ძეგლი, გადაარჩინეს.
კარბელაშვილებმა ცხოვრება მიუძღვნეს ერის ღირსების დაცვას, მისი იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

ძმები კარბელაშვილების ხელნაწერები იხ. ქართული ტრადიციული საგალობლების ხელნაწერთა ბაზაში: :http://folk.gov.ge/baza

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები