“ვერ გაიგეს ამ მურტალოებმა, რომ მათი პოლიტქმედებები დიდი ხანია ფეკალიებად იქცა და თავად ისტორიის უზარმაზარი კანალიზაციის აშმორებულ საცავში ყურყუმალაობენ” – ედიშერ გვენეტაძე
“ვერ გაიგეს ამ მურტალოებმა, რომ მათი პოლიტქმედებები დიდი ხანია ფეკალიებად იქცა და თავად ისტორიის უზარმაზარი კანალიზაციის აშმორებულ საცავში ყურყუმალაობენ”,- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
“Ხელწერა უკვე თვრამეტი წელია ერთი და იგივე!
მიყურადებები, დასმენები, მოსმენები, ჩაშვებები, ჩანაწერები, არაადამიანობებამდე დაშვებები!
რაც არის
პური ამ პოლტნაძირალათა არსობისა!
Და მერე…
გაყალბებული, დამონტაჟებული , დაჭრილ-ჩაჭრილ-ამოჭრილები!
მოკლედ რაც თავად არიან ამ სიყალბით სავსე ჩანაწერთა შამქმნელები- გათახსირებულ-გამამაძაღლებულნი, ასეთივედ სურთ აქციონ საზოგადოება!
რასაკვირველია ეს იმ პარტიას, რომელსაც მთავარ სახეებად ჰყავს ქურდბაცაცა ბიუჯეტის მძარცველი უგულავა, ყოველგვარი გარყვნილების პროპაგანდისტი გვარამია, სიცრუისა და არაკაცობის იდეოლოგი ბოკერია, ვარყვარეობის კლასიკური ნიმუში გუბაზა, სიტყვის არ მქონობისა და მარიონეტობის უკლასიკურესი თოჯინა მელია, სამშობლოს გამყიდველობის და ტერიტორიების მტერზე ჩაბარების დიდოსტატი სააკაშვილი….
და ბოლოს
ამ ნაგავთა უჭუჭყეს ბუკეტთა აზრების გამხმოვანებელ-შემსრულებელი გულნამცეცა ქონდრისკაცი, ნოდარიკა!
ვერ გაიგეს ამ მურტალოებმა, რომ მათი პოლიტქმედებები(ნეტავი მხოლოდ პოლიტქმედებები ჰქონდეთ) უკვე დიდი ხანია ფეკალიებად ქცა და თავად ისტორიის უზარმაზარი კანალიზაციის აშმორებულ საცავში ყურყუმალაობენ!”,- წერს გვენეტაძე.