ახალ ზელანდიაში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში, ტერაქტის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი აცხადებს.

როგორც ცნობილია, გუშინ, მამაკაცი ადგილობრივ მაღაზიაში ხალხს თავს დაესხა, პოლიციამ ბოროტმოქმედის დაკავება შეძლო. მთავრობის ხელმძღვანელმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

მისი თქმით, თავდამსხმელი ხელისუფლებისთვის ცნობილი პიროვნებაა და ამჟამად ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მას აქამდე ისეთი დანაშაული არ ჩაუდენია, რაც მისი დაკავების საფუძველი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები