ირაკლი ზარქუა: მინდა, თამამად ვუთხრა გახარიას, რომ დედაქალაში მეორე ტური არ შედგება, რადგან კახა კალაძე უალტერნატივოა
“გიორგი გახარიასთან მიმართებით მე პირადად გულდაწყვეტები მაქვს. ეს ადამიანი 9 წლის განმავლობაში იყო გუნდის წევრი და ის წარმატებები, რომელიც მას ჰქონდა, იყო გუნდის დამსახურება, ისევე როგორც გარკვეული ხარვეზები და ჩავარდნები. ჩვენ არ ვემიჯნებით როგორც წარმატებას, ისე – ჩავარდნებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, წარსულში გახარია აცხადებდა, რომ კახა კალაძე მისი მეგობარია და უალტერნატივოა, შემდეგ კი მისი კონკურენტი გახდა.
„მან იცის, რომ დღეს აქეთ არის მმართველი პარტია, მეორე მხარეს – მწვალებელთა პარტია. ამ დროს, როდესაც შენს კანდიდატურას აყენებ, მაშინ როდესაც აპრიორი იცი, თეორიული შანსიც არ გაქვს, რომ პირველ ადგილზე გახვიდე და თუნდაც ჩვენი ყოფილი მხარდამჭერის 1 ხმა წაიღო, ეს უკვე მავნებლობაა და მეტი არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ დაეხმაროს მწვალებელთა პარტიას და ფაქტია, რომ ეს ასე ფორმულირდება. მე მინდა თამამად ვუთხრა, რომ დედაქალაში მეორე ტური არ შედგება, რადგან კახა კალაძე არის უალტერნატივო. ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობს გახარია მეორე ტურით დაეხმაროს მწვალებელთა პარტიას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.