სამეგრელოში “ნაციონალური მოძრაობა” 2003 წლიდან პარტიის აქტიურმა წევრმა დატოვა

“ნაციონალურ მოძრაობის” სამეგრელოს ორგანიზაციას განაწყენებული წევრები და აქტივისტები პროტესტის ნიშნად ტოვებენ. მას შემდეგ, რაც ანაკლიის მოქმედმა მაჟორიტარმა ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატად დადგომაზე უარი უთხრა და პროპორციულ სიაში ჩაწერაზეც უარი განაცხადა, პარტიაში მხარდამჭერების გადინების პროცესი დაიწყო.
,,ნაციონალური მოძრაობა,, დატოვა და შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პარტიის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა ჩხოროწყუდან, პაატა ბანდალაკმა.

,,მოგესალმებით, მეგობრებო! ეს ჩემი პირველი და ბოლო პოსტია ამ თემაზე. მოკლედ გეტყვით, რომ ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ მე 2003 წლიდან დღემდე ვიყავი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, მხარდამჭერი. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, არასდროს მიმიტოვებია პარტია. ახლა კი დადგა მომენტი, როცა მივიღე ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება. გარკვეული მიზეზების გამო, დღეიდან აღარ ვარ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი და ვტოვებ პარტიას!”, – აცხადებს 2003 წლიდან პარტიის აქტიური მხარდამჭერი, პაატა ბანდალაკი.

ბანდალაკი მონაწილეობდა ყველა საპროტესტო აქციაში, რომელსაც ენმ 2013 წლიდან დედაქალაქსა და რეგიონში ატრებდა, იყო პარტიის აქტიური წევრი და საარჩევნო ზონის ხელმძღვანელი.

ინფორმირებული წყარო “ნაციონალური მოხრაობიდან” გვიყვება, რომ ბანდალაკს ჯერ საკრებულოს პროპორციულ სიაში შეყვანას დაჰპირდნენ, შემდეგ კი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რამაზ გულუამ, მეტსახელად ,,რონჯომ” ამაზე უარი განუცხადა, რასაც პაატა ბანდალაკას განაწყენება მოჰყვა.

წყარო: stv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები