ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19- ის დიაგნოზის მქონე პაციენტების, მათ შორის, ორსულების ბინაზე მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო.

“COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვასა და მეთვალყურეობას რესპუბლიკური საავადმყოფო ცენტრალური ონლაინ კლინიკის ექიმების (მათ შორის, ორსულების მართვას – მეან-გინეკოლოგების) მეშვეობით უზრუნველჰყოფს.

კლინიკის მიერ პაციენტთა მართვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროტოკოლებისა და ინსტრუქციების მიხედვით მოხდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები