“თალიბანის” მთავრობაში მინისტრი ქალები არ იქნებიან – ქალებს მხოლოდ თანაშემწეებად შეეძლებათ მუშაობა

“თალიბანში” უარყვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირება დღეს დასრულდება.

ამის შესახებ დაჯგუფების წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

ამასთანავე, როგორც მან თქვა, ამჟამად ცნობილია, რომ ახალ მთავრობაში ქალი მინისტრები არ იქნებიან.

კითხვაზე, შევლენ თუ არა ქალები ქვეყნის ახალ მთავრობაში, მუჯაჰიდმა თქვა, ”არა როგორც მინისტრები, არამედ, ყურანის წესების დაცვით და შარიათის კანონის შესაბამისად, ქალებს შეუძლიათ, მაგალითად, იმუშაონ სამინისტროებში, პოლიციაში ან, მაგალითად, სასამართლო სისტემაში, როგორც თანაშემწეებმა.”

გარდა ამისა, მისი თქმით, ავღანელ ქალებს შეეძლებათ სწავლა უნივერსიტეტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები