“ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, შემიძლია, 1 საათში გადავკეტო ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არჩევანი მივეცით მოსახლეობას. გვაქვს 3 მილიონზე მეტი სხვადასხვა ვაქცინა. ვაქცინაცია აუცილებელია, აუცილებელია პირბადის გაკეთება და ჩვენი ახლობლების დაცვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქვეყნის ჩაკეტვა დღეს შეუძლებელია. ლოკალური შეზღუდვები შეიძლება, დაწესდეს. სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა. მეოთხე და მეხუთე ტალღები მიმდინარეობს ყველგან. ყველა ქვეყანაში, რომელმაც გახსნა ეკონომიკა. ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. აშშ-მ, ნომერ პირველმა სახელმწიფომაც კი არ ჩაკეტა ქვეყანა. იგივე განაცხადეს ევროპელებმა. შედეგი არის ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ირაკლი რარიბაშვილმა.