პრემიერმინისტრმა დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, თერჯოლაში, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და მის დირექტორს, ლალი ღვინეფაძეს გაესაუბრა. დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში დაცულია მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, პირადი ნივთები. დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმს ბოლო წლებში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე მოხდა მუზეუმისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, განახლდა მუზეუმში არსებული ექსპოზიცია და ლიტერატურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები