“ქართული ოცნების” დუშეთის მერობის კანდიდატი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 9 სოფლის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მანანა ნარიმანიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჯერად, მერობის კანდიდატი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 9 სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმ საკითხების შესახებ, რაც მოსახლეობისთვის კვლავ პრობლემად რჩება. ასევე, მხარეებმა განიხილეს უკვე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
“ჩვენი ხელისუფლება ჩემი არჩევის შემდეგ ისევ აქტიურად იქნება ჩართული პრობლემების მოგვარებაში და აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ჩვენი ქვეყნის შენების პროცესს. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი გამოწვევა”, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მანანა ნარიმანიძემ.