საფეხბურთო კლუბ ,,გორის“ ფეხბურთელებმა გორის მერს მადლიერების ნიშნად კლუბის მაისური გადასცეს

საფეხბურთო კლუბ ,,გორის“ ფეხბურთელებმა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს მადლიერების ნიშნად კლუბის მაისური გადასცეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გორის მერი სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრო და ახალბაღში ახალი სტადიონის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.
,,მერი ჩვენი მხურვალე გულშემატკივარია. ყოველთვის ვგრძნობთ მის განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და ძალისხმევას სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, კლუბის მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, გვეჩუქებინა მაისური მისი საყვარელი ფეხბურთელის, მიშა მესხის 11 ნომრითა და ჩვენი ავტოგრაფებით”, – განაცხადა კლუბის დირექტორმა, გია ისიანმა.

გორის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერიამ საფეხბურთო კლუბ ,,გორის’’ განვითარებისთვის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ბოლო წლებში არაერთი პროექტი განახორციელა:
,,ქართლის“ სტადიონის სრული რეაბილიტაცია
საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიანი მოედნის განათების რეაბილიტაცია
თ. ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სარბენი ბილიკების რეაბილიტაცია
ახალბაღის ბუნებრივსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები