ხვალ „ქართული ოცნება” ბაღდათის, თერჯოლის და ტყიბულის მერობის კანდიდატებს წარადგენს

3 სექტემბერს „ქართული ოცნება” ბაღდათის, თერჯოლის და ტყიბულის მერობის კანდიდატებს წარადგენს. ინფორმაციას “ქართული ოცნება” ავრცელებს.

11:00 საათზე, მმართველი გუნდი ბაღდათის მერობის კანდიდატს კახა ენუქიძეს წარადგენს

მისამართი: ბაღდათის კულტურის სახლი

12:05 საათზე, „ქართული ოცნება” თერჯოლის მერობის კანდიდატს ლაშა გოგიაშვილს წარადგენს

მისამართი: სოფ. სიმონეთი, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი

13:40 საათზე, ტყიბულის მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენა გაიმართება

მისამართი: ტყიბული, სპორტის სასახლე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები