დავით ზალკალიანი: არცერთი ჩვენი პარტნიორისგან არ მოგვისმენია და არც მოვისმენთ, რომ საქართველო კურსს იცვლის

“ევროკავშირის პოზიციაში სად ამოიკითხეთ, რომ საქართველო კურსს იცვლის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვიოლა ფონ კრამონსა და იან კელის პატივს სცემენ, თუმცა, მათ საკუთარი სუბიექტური მოსაზრებები აქვთ.

„ესენი არიან ადამიანები, ვისაც პატივს ვცემთ, მაგრამ ეს მათი სუბიექტური მოსაზრებაა. ერთი არის ევროპარლამენტარი, ასევე პოლიტიკოსია, მასაც თავისი პოლიტიკური განცხადებები აქვს. იან კელი ყოფილი დიპლომატია, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, არც ევროკავშირის, არც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არცერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თუ არასტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არ მოგვისმენია და არც მოვისმენთ, ამის მტკიცებას გაძლევთ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები