ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებსა და რადიკალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებსა და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ “ბოევიკებს” შორის შეტაკებები მიმდინარეობს, – ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლა გრძელდება ფანჯშირის, ფარვანისა და ბაღლანის პროვინციების სხვადასხვა რეგიონში.

შეგახსენებთ, „თალიბები“ 15 აგვისტოს ქაბულში შეიჭრნენ და რამდენიმე საათში დედაქალაქზე სრული კონტროლი მოიპოვეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და ქვეყანა დატოვა.

შეიარაღებულ წინააღმდეგობას ქვეყნის ფანჯშირის პროვინციაში აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები