„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ
,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები: შალვა პაპუაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონს, ხელმძღვანლის მოადგილე ჟილ საფსა და პოლიტიკურ ანალიტიკოს ურდურ გუნარსდოტირს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემო. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოს მთავრობის მოწვევით ქვეყანაში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის სადამკვირვებლო მისია (EOM) გახსნა, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პროცესს დააკვირდება.