გიორგი ამილახვარი: ყველა კვლევა ადასტურებს, რომ კახა კალაძე დამაჯერებლად იგებს პირველ ტურში

“ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა და ყველა კვლევა ამას ადასტურებს, რომ კახა კალაძე დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნების პირველ ტურში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„მონაცემები, რომელიც „გორბის“ კვლევამ აჩვენა, მეტნაკლებად, ემთხვევა იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების მხრიდან არის გამოხატული და ჩვენი შიდა კვლევებიც გარკვეულწილად გვიდასტურებს, რომ  ამ ეტაპზე, დაახლოებით, 48%-იანი მხარდაჭერა გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები