გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს

“რადიკალური ოპოზიციის სურვილი არჩევნები არასდროს ყოფილა, სხვათა შორის, არც ე.წ. რიგგარეშე არჩევნები, რადგან მათი მიზანი არ არის არჩევნები არანაირი ფორმით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რადიკალურმა ოპოზიციამ იცის, რომ ვერანაირ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, თვითმმართველობის არჩევნების მათი მხრიდან რეფერენდუმად ქცევა უნდათ იმისთვის, რომ ქუჩაში გამოვარდნენ და საერთაშორისო განცხადებები გააკეთონ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც არ გამოუვათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები