1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1107 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1107 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1107 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1170 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0063 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6806 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6768 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.