რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ: ქართველების სიძე ვარ, სიძემ ქვეყნისთვის რამე ხომ უნდა გააკეთოს? – დარწმუნებული ვარ, თბილისისთვის ბევრის გაკეთება შემიძლია

“დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქისთვის ბევრის გაკეთება შემიძლია”, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიგერიელმა ბიზნესმენმა, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქუჩაში ფეხით გადაადგილდება და საზოგადოების პრობლემებს კარგად იცნობს.

„დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქისთვის ბევრის გაკეთება შემიძლია. ხალხს აქ უჭირს და შემიძლია, მაქვს რესურსი მათ დავეხმარო. ჩვენ გვაქვს უკეთესი საშუალება, რომ მოქალაქეებს ვუშველოთ. ქუჩაში ფეხით დავდივარ, ვიცი, მოსახლეობას რა უჭირს, შემიძლია, მათ პრობლემები მოვუგვარო. საქართველოში ვარ, აქაური პრობლემებით ვფიქრობ.

ქართველების სიძე ვარ, ქართველები ჩემი ნათესავები არიან, ჩემი ხალხი… სიძემ ქვეყნისთვის, რამე ხომ უნდა გააკეთოს?!“, – განაცხადა ოგბუნუჯუმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები