რატი ბრეგაძე: ოჯახის წევრებს პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუკი რომელიმე წესი დარღვეულია, ამაზე ჩვენი მხრიდან რეაგირება ხდება

“პატიმრები იტესტებიან PCR ტესტის საშუალებით თვეში ორჯერ და თუკი გამოვლინდება შემთხვევა, კიდევ უფრო ხშირი რეჟიმით ხდება ტესტირება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ინფიცირება თავიდან აცილებული”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ოჯახის წევრებს პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია აქვთ და თუკი რომელიმე წესი დარღვეულია, ამაზე ჩვენი მხრიდან რეაგირება ხდება.

“პატიმრები იტესტებიან PCR ტესტის საშუალებით თვეში ორჯერ და თუკი გამოვლინდება შემთხვევა, კიდევ უფრო ხშირი რეჟიმით ხდება ტესტირება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ინფიცირება თავიდან აცილებული. რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი, ბუნებრივია, წინასწარ არიან ინფორმირებული ყველა იმ წესის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს პატიმართან ვიზიტი და მათ ამის შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ.

რაც შეეხება ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას, ბუნებრივია, მათ აქვთ ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ, თუკი არის ცალკეული შემთხვევა და რომელიმე წესი არის დარღვეული, ამაზე ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები