ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას; ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს

“მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რატომ გადაეცათ ბინები სამხედროებს არჩევნებამდე 1 თვით ადრე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პირდაპირი მოვალეობა და ვალია, ემსახუროს მოქალაქეებს.

„მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერმინისტრი. მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს. დაემთხვა ასე, დღეს დასრულდა. იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ცდილობს ჩვენს დაკომპლექსებას, მე, რა თქმა უნდა, არ დავექვემდებარები ამ კონიუნქტურას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები