“თალიბანის” მმართველობის დამყარებიდან პირველად, ჯანმო-მ ავღანეთს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავღანეთში მედიკამენტები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა. “თალიბანის” მიერ 15 აგვისტოს ქვეყანაზე კონტროლის დამყარებიდან, ეს პირველი ჰუმანიტარული მისია გახდა.

 

თვითმფრინავი პაკისტანის მთავრობამ უზრუნველყო, რომელიც დუბაიდან ავღანეთში გაფრინდა. ამ ქალაქი, დაახლოებით, 500 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და სამედიცინო მარაგია, რომელიც განკუთვნილია ავღანელების დასახმარებლად.

მაგრამ, ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქებებისა და ქაოსის გამო, ჰუმანიტარული მარაგის მიწოდება დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები