ბაიდენისა და ზელენსკის მოლაპარაკება 1-ელ სექტემბერს გაიმართება – უკრაინის პრეზიდენტი უკვე ვაშინგტონშია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მოწვევით სამუშაო ვიზიტს გამართავს.

ამის შესახებ ნათქვამია ზელენსკის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დღის წესრიგი მოიცავს ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ და დელეგაციების გაფართოებულ შემადგენლობაში შეხვედრას. ასევე გაიმართება უკრაინის პრეზიდენტის არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ამერიკელ ჩინოვნიკებთან.

როგორც დაგეგმილი იყო, უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ უამრავ დოკუმენტს. რამდენიმედღიანი ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების მთელ რიგ ქალაქებს.

ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა ორჯერ იქნა გადატანილი ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო. თავდაპირველად, ორი ქვეყნის ლიდერი თეთრ სახლში ერთმანეთს 30 აგვისტოს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, თარიღი ერთი დღით, 31 აგვისტომდე გადაწიეს, 29 აგვისტოს კი გახდა ცნობილი, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი კოლეგას 1-ელ სექტემბერს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები