სამხედრო მისია დამთავრდა – აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა

აშშ-მა, შეთანხმების შესაბამისად, 31 აგვისტომდე ავღანეთიდან უკანასკნელი ჯარისკაცები გაიყვანა, რითაც ქვეყანაში 20-წლიანი სამხედრო მისია დასრულებულია.

როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის გენერალმა, კენეთ მაკენზიმ განაცხადა, ქაბულის აეროპორტიდან გამოფრენილი ბოლო თვითმფრინავის ბორტზე, მათ შორის, იმყოფებოდა ავღანეთში აშშ-ის რწმუნებული – როს უილსონი.

”სამხედრო ევაკუაცია დასრულებულია, მაგრამ დიპლომატიური მისია გრძელდება, რომელიც უზრუნველყოფს აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელების მიერ ქვეყნის დატოვებას,” – თქვა მაკენზიმ.

მისი თქმით, ავღანეთიდან ყველა ამერიკელის გამოყვანა ვერ მოხერხდა.

“ყველას წამოყვანა ვერ შევძელით, ვისაც ავღანეთის  უნდოდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 10-დღით მეტხანს რომ დავრჩენილიყავით, მაინც ვერ შევძლებდით ყველას გამოყვანას”, – დასძინა გენერალმა.

ჯამურად, შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირე ქვეყნებმა ავღანეთიდან 122 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები