კანდიდატად ვერასოდეს მიხილავთ – გრიგოლ ვაშაძე
გიორგი ვაშაძესთან არ ვარ, უფრო სწორედ, მარტო გიორგი ვაშაძესთან არ ვარ. ვარ „მესამე ძალასთან“, – ამის შესახებ ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა რატომ შეუერთდა „მესამე ძალას“
„რატომ შევაჩერე ჩემი არჩევანი „მესამე ძალაზე“? იმიტომ რომ ძალიან მომწონს რომ განთავისუფლებული არის აბსოლუტურად ყველა პარტიული მესიჯბოქსისგან და აპირებენ ილაპარაკონ იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ.აქტიურად ვიქნები ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს არ ეხება მარტო მესამე ძალას. სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებსაც შეთანხმებული ვარ რომ დავეხმარები“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ქრონიკის“კითხვაზე თავად მას თუ ვიხილავთ კანდიდატად, ვაშაძის პასუხია:
„არავითარ შემთხვევაში, ეს ბოლო არჩევნებია ყველანაირი თვალსაზრისით. ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ“.
გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ წევრები წარადგინა.