შალვა პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობა“ 2 ოქტომბრისთვის არ ემზადება, ის ემზადება 3 ოქტომბრისთვის

“სინამდვილეში, “ნაციონალურ მოძრაობას” აინტერესებს არა მოსახლეობის არჩევანი, არამედ – საკუთარი ძალაუფლება, ისინი არ ემზადებიან არჩევნების დღისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობას” თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ინტერესი არ აქვს.

„ერთადერთი, რასაც ვხედავთ, ეს არის სურვილი ძალაუფლების დაბრუნების ოღონდ ისე, რომ ისინი ამას საქართველოს მოსახლეობას არ ეკითხებიან, მათ არ აინტერესებთ არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობისგან მანდატის მიღება. მათ აინტერესებთ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არანაირი ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ არ აქვთ, ეს არის უბრალოდ მცდელობა იმის, რომ მაღლა ასწიონ პოლიტიკური ტემპერატურა. ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის. ვფიქრობთ, იქნება იგივე სცენარი, რაც ჩვენ ვიხილეთ 1-ელ ნოემბერს, ანუ არჩევნების მეორე დღეს. სინამდვილეში მათ აინტერესებთ არა მოსახლეობის არჩევანი, არამედ – საკუთარი ძალაუფლება. ისინი არ ემზადებიან არჩევნების დღისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები