იაგო ხვიჩია: მესამე ძალის დაბადების ამბიცია არ არის კარგი, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს
“მესამე ძალის დაბადების ამბიცია არ არის კარგი, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია პოლიტიკური გაერთიანება “მესამე ძალის” შექმნის დაანონსებას, სადაც “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძეც იქნება.
მისივე თქმით, ყველა თამაშში შანსები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებ.
„რაც შეეხება პერსპექტივებს, ადამიანები ახლა იკრებენ ღონეს და ერთად დავაკვირდეთ, არჩევნებზე როგორი მოღონიერებულები იქნებიან. მე მხოლოდ წარმატება შემიძლია, ვუსურვო ჩემს კოლეგებს. ყველა თამაშში შანსები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებ. ჩვენ ჯერ თამაში საერთოდ არ ვიცით, რადგან ყველა პარტია ბიუროკრატიული საბუთების შეგროვებით არის დაკავებული. სჯობს, თამაშს დავაკვირდეთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.