საქართველოში კორონავირუსით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 411 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 305 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 106 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები