მერაბ ჩიქოვანი: საველე ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა

“დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ მოხდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების დაწყება, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერხდა”,- ამის შესახებ ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალებაზე საუბრისას ჰოსპიტლის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ამ დროისთვის პოსპიტალში 87 პაციენტი მკურნალობს.

„ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო 2 პაციენტის სხვა პროფილურ სტაციონარებში გადაყვანა მოხდა, ასევე გაეწერა 2 პაციენტი, 1 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე პაციენტის რეფერირება, 3 პაციენტი გვყავს ჰაიფლოუს (მაღალი ნაკადის) ჟანგბადის აპარატზე და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. პაციენტის, რომელიც გარდაიცვალა, სხვა კლინიკაში გადაყვანა დღის წესრიგში არ დამდგარა. აღნიშნულ პაციენტთან დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ მოხდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების დაწყება, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერხდა. პაციენტი იყო საშუალო სიმძიმის, 1945 წელს დაბადებული მამაკაცი, იმყოფებოდა ჰაიფლოუს სისტემის აპარატზე. გარდაცვლილი მამაკაცი ვაქცინირებული არ იყო“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები