29 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 145 925 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 29 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 145 925 აცრა.
მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 771 055 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.0%.
“სრულად ვაქცინირებულია 374 870 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 13.1%.
28 აგვისტოს აიცრა 20 678 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.