კორონავირუსით ბათუმში დედა-შვილი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
ექიმების თქმით, პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 54 წლის ქალი ნონა ემირიძე, გუშინ გარდაიცვალა, დღეს კი ლეტალურად დასრულდა მისი 31 წლის შვილის – კობა ჯაშოიანის სიცოცხლეც. გარდაცვლილი დედა-შვილი ვაქცინირებული არ იყო.