შვედეთის ელჩი ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის
საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციაში მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის, – ამის შესახებ ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ფრენების გასაადვილებლად თბილისის გავლით თქვენმა დახმარებამ მოლოდინს გადააჭარბა. მეგობარი, რომელიც გასაჭირში გეხმარება, ნამდვილი მეგობარია“, – წერს „ტვიტერზე“ ულრიკ ტიდესტრომი.