ვიდეოფიქსაცია ნებისმიერ სპეკულაციას დათვლის პროცესთან დაკავშირებით გამორიცხავს – პაპუაშვილი

ვიდეოფიქსაცია ნებისმიერ სპეკულაციას დათვლის პროცესთან დაკავშირებით გამორიცხავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ამ არჩევნებზე ყველა ბიულეტენი ვიდეოზე დაფიქსირდება დათვლის დროს. ამ აქვს როგორც პრევენციული ხასიათი, რომ არ იყოს რაიმე სპეკულაცია დათვლის პროცესთან დაკავშირებით, ასევე ეს ჩანაწერები განთავსდება ინტერნეტში და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება უბნებში დაფიქსირებული ვიდეოს მეშვეობით გადათვლაც, ყველა ბიულეტენი იქნება აღბეჭდილი ამ ჩანაწერებში. ნებისმიერ სპეკულაციას დათვლის პროცესთან დაკავშირებით ვიდეოფიქსაცია გამორიცხავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩუქრად ვიდეოკამერები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები