გივი მიქანაძე: კვლევების გამოქვეყნების მიზანია, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის განწყობები, რაც რეალურად არსებობს

“კვლევების გამოქვეყნების მიზანია, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის განწყობები, რაც რეალურად არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა არის მმართველ გუნდთან, რადგან საზოგადოება რწმუნდება, რომ კონკრეტული დაპირებების უკან დგას შესაბამისი ნაბიჯები.

„ჩვენმა ოპონენტებმა მშვენივრად იციან, რომ ისინი მარცხდებიან ამ არჩევნებში, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ. საზოგადოება დაიღალა მათი მხრიდან დესტრუქციული, ქვეყნის საწინააღმდეგო მიმართული აქტივობებით. საზოგადოების უდიდესი ნაწილი არჩევანს აკეთებს ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე, რომლის უახლოესი მომავალიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა. სწორედ ამ არჩევანს აკეთებს ჩვენი საზოგადოება და სწორედ ამას წარმოვაჩენთ. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს არის კონკრეტული საქმით დამტკიცებული რეალობა. ჩვენი ამომრჩეველი ხედავს, ვინ ჰპირდება და ვინ აკეთებს. განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც აბსოლუტურად გამოფიტულია. მათ არანაირი წინასაარჩევნო პროგრამა არ აქვთ, მათი ერთადერთი სამიზნეა, როგორმე დააზიანონ მმართველი გუნდი, მაგრამ არ გამოსდით. საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეალური მხარდაჭერა არის მმართველ გუნდთან იმიტომ, რომ საზოგადოება რწმუნდება, რომ კონკრეტული დაპირებების უკან დგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ეს დაპირებები სრულდება და ეს დაპირებები არის ლოგიკური ჯაჭვი იმის, თუ როგორ უნდა განვავითაროთ რეალობა და დავნერგოთ მეტი სიკეთე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები