გივი მიქანაძე: ვნახეთ, რომ კახა კალაძეს აქვს ორჯერ მეტი ხმა, ვიდრე ყველაზე ახლოს მდგომ ოპონენტს
“ვფიქრობ, აბსოლუტურად ლოგიკურია კვლევის შედეგები, რომელიც დღეს პარტიამ გაასაჯაროვა”, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, კვლევის შედეგები იმ მხარდაჭერას ასახავს, რომელიც კახა კალაძეს თბილისში აქვს.
„ეს არ არის უბრალოდ რიცხვები. ეს არის ის რეალობა, რომლის უკანაც ძალიან დიდი საქმე დგას. ჩვენ ვხედავთ, რომ დედაქალაქში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ბევრი საქმე კეთდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ის საქმიანობა, რომელიც კახა კალაძემ თავის გუნდთან განახორციელა დედაქალაქში, მეტყველებს იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ამ რიცხვებშიქ ასახული და ეს არის სრულიად ლოგიკური. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, ასევე, კახა კალაძეს აქვს ორჯერ მეტი ხმა, ვიდრე ყველაზე ახლოს მდგომ ოპონენტს. შესაბამისად, ამით საზოგადოება გამოხატავს მხარდაჭერას იმ კურსისკენ, რომელსაც “ქართული ოცნება” მუნიციპალურ დონეზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს, ისევე როგორც მთლიანად იმ პოლიტიკასთან მიმართებაში, რომელსაც უკვე მეცხრე წელია, „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების კურსით”, – განაცხადა მიქანაძემ.