ქაბულში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან 26 აგვისტოს მომხდარი ორი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 200 ადამიანი დაშავდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანამდე ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია 1300 დაშავებულის შესახებ.
დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი სამხედროა, ასევე, 18 ჯარისკაცი დაშავდა.