ირაკლი ღარიბაშვილი: ვგმობთ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს
“ვგმობთ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს”, –
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
Georgia strongly condemns the terrorist attack in Kabul. We send our condolences to the Afghan & American people and the families of the victims. Georgia will continue to support the humanitarian evacuations from #Afghanistan.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) August 27, 2021
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას გააგრძელებს. “საქართველო მტკიცედ გმობს ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. სამძიმარს ვუცხადებთ ავღანელ და ამერიკელ ხალხს და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას გააგრძელებს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.