იაგო ხვიჩია: როდის ყოფილა აქამდე, რომ რომელიმე პარტიის კვლევა არჩევნებზე ამხდარიყო – არჩევნებამდე ერთი თვეა და სპეკულაციებს არ ავყვები
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია წინასწარ კვლევებს თავის სასარგებლოდ აქვეყნებს.
„გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა, ოღონდ, ეს იყო მათი პარტიის სასარგებლოდ. დღეს იყო „ქართული ოცნების“ კვლევა, ოღონდ, ამ პარტიის სასარგებლოდ. პარტიული კვლევები იმისთვის არის, რომ მედიამ კითხვები დასვას და საზოგადოებაში ეს განწყობები შეიქმნას, თორემ თავად პარტიებსაც არ სჯერათ საკუთარი კვლევების. დამიჯერეთ, მეც გამომიცდია ეს ამბავი. როცა ადამიანებს ასეთი კვლევები ჩაუტარებიათ – ამ ადამიანებს გავსაუბრებივარ, ვინც ამას შეგნებულად აკეთებდა და როგორც წესი, სიცილით იხოცებოდნენ ამ კვლევებზე. როდის ყოფილა აქამდე, რომ რომელიმე პარტიის კვლევა არჩევნებზე ამხდარიყო? – თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვეა და სპეკულაციებს არ ავყვები, ვიცი, რომ ბევრი მაქვს სამუშაო, ჩემი მიზანია, ყველა თამაშში მოგება და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაო“, – განაცხადა ხვიჩიამ.