ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მმართველ ძალას უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ მოსახლეობა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მმართველ ძალას უკავშირებს.

“გარდა კვლევებისა, ყოველდღიური საარჩევნო კამპანიის განმავლობაში შეხვედრა გვაქვს ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენს მოსახლეობასთან და მათ განწყობებს ვგრძნობთ. იმასაც ვხედავთ, რომ მოსახლეობა მაინც ამ გამოწვევების დაძლევას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას სწორედ მმართველ ძალას უკავშირებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ,”ქართული ოცნების“ კვლევით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47.4% მხარს მმართველ პარტიას დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 25.2%.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები