საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია არჩევნების გადადებაზე საუბარს შეწყვეტს.
მისივე თქმით, მსგავსი პოზიციის დაფიქსირება საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული.
“გამოვთქვამთ იმედს, რომ, სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება, პრაქტიკულად, ყველა წინა არჩევნების დროს არაერთგზის გამხდარა. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც, უსათუოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული”, – აცხადებს სარჯველაძე.