მიხეილ სარჯველაძე განცხადებას ავრცელებს

“გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით.
“გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები. სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 -მა პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3 პროცენტი. პირველ ყოვლისა, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას”, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: “ქართული ოცნება” – 47,4 “ნაციონალური მოძრაობა” – 25,2 “გირჩი – მეტი თავისუფლება” – 4,9 “საქართველოსთვის 4,7 მოქალაქეები 3,2 ლელო 2,4” – “პატრიოტთა ალიანსი” – 1,9 “ევროპული საქართველო” – 1,8 “სტრატეგია აღმაშენებელი” – 1,7 “გირჩი” – 1,1 “ლეიბორისტული პარტია” – 0,7 “ერთიანი საქართველო” – 0,7 სხვა პარტიები – 4,3. ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: · „ქართული ოცნება”- 22 მანდატი · „ნაციონალური მოძრაობა”- 12 მანდატი · „გირჩი – მეტი თავისუფლება”, „საქართველოსთვის” და „მოქალაქეები”- 2-2 მანდატი შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა” და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.
ასევე, წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას”, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: კახა კალაძე – 60,1 ნიკანორ მელია – 29,2 სხვა კანდიდატები – 10,7 როგორც ხედავთ, კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში.
გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთგზის გამხდარა. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც, უსათუოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები